წესდება

კლუბის წესდება და დებულებები


მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდდებულებაგანსაზღვრავს    ,,პროგრამირების კლუბი"-ს მუშაობის ძირითად პრინციპებსსაქმიანობის მიმართულებებსკლუბის ლიდერისწევრებისუფლება-მოვალეობებს,ასევე  კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

მუხლი 2.  ,,პროგრამირების კლუბის“  ფუნქციები:
·         სხვადასხვა პროგრამული თუ არაპროგრამული აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
  • სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  • საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
·         ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;
·         ახალგაზრდების ჩართვა  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
·         მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთანმათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
·         მოსწავლეებში და  პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

 მუხლი3. ,,პროგრამირების კლუბის“  წევრობა:
,კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლერომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილსიზიარებს კლუბის მიზნებს, სურს შეისწავლოს პროგრამირების საფუძვლები.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს კლუბში გაწევრიანების განაცხადს;
პროგრამირების კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდანთუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი4.    წევრთა უფლება-მოვალეობანი
,,პროგრამირების კლუბის  წევრს უფლება აქვს:
)            მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
)           შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
)           მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
)          ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;

პროგრამირების კლუბის  წევრი მოვალეა:
)  დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
)  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
აქტიური მონაწილეობა მიიღოს  დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.

მუხლი 5. პროგრამირების კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:

ასრულებს კლუბის მენტორის დამხმარე ფუნქციებს
წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან აქტივობების ინიცირებას;
ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებსწინადადებებს და ანგარიშებს;
)  ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში.

No comments:

Post a Comment